აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ახალ სასანქციო სიაში თითქმის 400 ფიზიკური და იურიდიული პირი და ორგანიზაცია მოხვდა.
ვაშინგტონში ახალი შეზღუდვების სამიზნედ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიწოდების ჯაჭვები და ფინანსური არხები დაასახელეს.
კერძოდ, სიაში 16 ქვეყნიდან 100-ზე მეტი ფიზიკური პირი და კომპანია მოხვდა, რომლებსაც აშშ სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაში ადანაშაულებს. მათ შორის არიან ჩინეთის, შვეიცარიის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
ევროკომისიამ AliExpress-ი ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის €550 მილიონით დააჯარიმა
27.07.2026.08:50
ევროკომისიამ AliExpress-ი 550 მილიონი ევროთი დააჯარიმა ციფრული სერვისების აქტის მოთხოვნების დარღვევისთვის. კერძოდ, პლატფორმამ სათანადოდ ვერ შეასრულა ვალდებულება, შეეფასებინა და შეემცირებინა რისკები, რომლებიც მის ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე სახიფათო ან ყალბი პროდუქტების გაყიდვასთან იყო დაკავშირებული. ევროკომისიამ პლატფორმას შესაბამისი ზომების მიღება დაავალა.
რისკების სათანადო შეფასების ვალდებულების შეუსრულებლობა - AliExpress-მა სათანადოდ არ შეაფასა, ჰყავდა თუ არა საკმარისი რაოდენობის თანამშრომელი პოტენციურად აღნიშნული ტიპის პროდუქტების გადასამოწმებლად, AliExpress-მა არასათანადოდ შეაფასა, თუ როგორ აძლიერებს მისი რეკომენდაციისა და სარეკლამო სისტემები დასახელებული პროდუქტების გავრცელებას, AliExpress-ის რისკების შეფასებას აკლდა რაოდენობრივი მაჩვენებლები.
მოთხოვნების შესაბამისად, AliExpress-ს ახლა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე აქვს ვადა, რათა ევროკომისიას წარუდგინოს სამოქმედო გეგმა.