აშშ ისრაელს დამატებით დახმარებას ჰპირდება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელისთვის დამატებითი დახმარება გამოყო. ამის შესახებ BBC თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ისრაელში მიმდინარე შეტაკებების შესახებ შესაბამისი სამსახურებისგან ინფორმაცია მიიღეს.
„თეთრი სახლის წარმომადგენლები ისრაელელ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირზე დარჩებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.