მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აშშ-მ ევროპაში თხევადი გაზის მიწოდება გააორმაგა

news image
mbc image

შეერთებულმა შტატებმა ევროპაში 2022 წელს, LNG-ის მიწოდება (70 მილიარდ კუბურ მეტრამდე) გააორმაგა.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენერგეტიკის საკითხებში, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და საბერძნეთში ჯეფრი პიატმა ალექსანდროპოლისში აღმოსავლეთ მაკედონიისა და ფრაკის პირველ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკული LNG ევროპისთვის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. მწარმოებლებმა შეძლეს LNG-ის „მობილიზება“ უკრაინის კრიზისიდან გამომდინარე საჭიროებების საპასუხოდ.

„აშშ-მ ევროპაში გაგზავნა 70 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი LNG. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. ამ ტვირთის უმეტესი ნაწილი საბერძნეთში გადაიზიდა.

აშშ-ის LNG-ის ექსპორტის პოტენციალი სავარაუდოდ, 2025 წლისთვის დაახლოებით 50%-ით გაიზრდება.  ლიცენზირებული პროექტები დამუშავების პროცესშია“, - თქვა ჯეფრი პიატმა აღნიშნა, რომ ყატართან ერთად, ქვეყანა დარჩება LNG უმსხვილეს ექსპორტიორად მომდევნო წლებში.

„ეს ასევე უკავშირდება ალექსანდროულის მცურავი თხევადი ბუნებრივი გაზის რეგაზიფიკაციის სადგურს (FSRU), რომელიც არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მდგრადობის ფაქტორი, რომელსაც საბერძნეთი აშენებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“, - თქვა პიატმა.

მისი თქმით, ეს პროექტი ეხება არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ მთელ რეგიონს.

პიატის შეფასებით, ალექსანდროპოლისი  რეგიონული ენერგეტიკული მოთამაშე და უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კარიბჭე ხდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა