მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

აშშ-ს სენატმა 2024 წლის რეკორდული სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა

news image
mbc image

აშშ-ს სენატმა 880 მილიარდი დოლარის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი დაამტკიცა. ეს ვერსია, წარმომადგენელთა პალატაში შემოთავაზებული ორიგინალისგან განსხვავებულია.

ტელეარხი C-SPAN-ი იუწყება, რომ კანონპროექტს მხარი კონგრესის ზედა პალატის 86-მა წევრმა დაუჭირა, 11 წინააღმდეგი იყო.

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ვერსიებს შორის განსხვავებულ საკითხებს შორისაა ერთი საკითხი, რომლის თანახმადაც ქალი ჯარისკაცებისთვის სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის ხარჯზე აბორტები იკრძალება. მანამდე ეს საკითხი აშშ-ს პარლამენტის ქვედა პალატაში წამოიჭრა.

ასევე, დემოკრატიული უმრავლესობის მქონე სენატი დაჟინებით მოითხოვს სამხედრო პერსონალისთვის სქესის შეცვლის ოპერაციებისთვის თანხების გამოყოფის გაგრძელებას.

ეს და სხვა წინააღმდეგობები უნდა გადაწყვიტოს მომრიგებელმა კომისიამ, ვიდრე კანონპროექტი აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გაეგზავნება.

თავდაცვის ბიუჯეტში გამოყოფილია 80 მილიონი დოლარი ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისთვის უკრაინისთვის, ასევე 300 მილიონი აშშ დოლარის დახმარება უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

18.08.2026.15:22

თურქეთის ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ტრამპს ირანთან სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესსა და უკვე მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა