აშშ-ში ინფლაციის მონაცემების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე ოქროს ფასი დაეცა
დღეს, დილით, ოქროს ფასი ზომიერად დაეცა, იმ ფონზე, როცა ინვესტორები აშშ-ში სამომხმარებლო ფასების სტატისტიკას ელოდებიან.
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქროს ივნისის ფიუჩერსების ფასი 5,95 აშშ დოლარით (0,29%) დაეცა და ტროას უნციაზე 2 037,05 დოლარი შეადგინა.
ასევე, 0,22%-ით დაეცა ფასი ვერცხლის ივლისის ფიუჩერსებზე და უნციაზე 25,84 აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპერტების პროგნოზით, აშშ-ში წლიური ინფლაცია აპრილში 5%-ის დონეზე დარჩა, როგორც ეს ერთი თვით ადრე დაფიქსირდა.
ოქრო მგრძნობიარეა აშშ-ს ასეთი სტატისტიკის მიმართ. ეს აისახება ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკაზე, რაც, თავის მხრივ, დოლარის კურსზეც ჰპოვებს გავლენას.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის შემდეგი სხდომა 14-15 მაისს გაიმართება.
CME Group-ის მონაცემებით, ანალიტიკოსების 74,2% ელოდება, რომ რეფინანსირების განაკვეთი წლიური 5-5,25%-ის დონეზე დარჩება, დანარჩენი კი 0,25 პროცენტული პუნქტით გაზრდის პროგნოზირებს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.