აშშ-ში სექტემბერში ინფლაცია დაჩქარდა
აშშ-ში სექტემბერში ინფლაცია დაჩქარდა, რაც ბენზინსა და სხვა საქონელზე სამომხმარებლო ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნულმა მონაცემებმა გაამყარა ეკონომისტების მოლოდინი, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა დეკემბერში საპროცენტო განაკვეთს გაზრდის.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მოხმარების ხარჯების ფასების ინდექსი სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა, აგვისტოში დაფიქსირებული 0.3%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული მაჩვენებელი ეკონომისტების მოლოდინებს შეესაბამებოდა.
წლიურ ჭრილში, სექტემბერში ინფლაციამ 3.6% შეადგინა, აგვისტოში დაფიქსირებული 3.4%-ის შემდეგ.
აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მესამე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარ ანგარიშშიც აისახა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ეკონომიკა ამ პერიოდში წლიურ მაჩვენებელზე გადაანგარიშებით 3.4%-ით გაიზარდა.
სხვა სიახლეები
აშშ-ში სექტემბერში ინფლაცია დაჩქარდა
04.11.2026.11:00