აშშ თურქულ ბანკსა და მის ორ შვილობილ კომპანიას სანქციებს უწესებს
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა პარასკევს მცირე ზომის თურქულ საინვესტიციო ბანკსა და მის ორ შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესა. უწყების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების კამპანიის ნაწილია.
სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა სტამბოლში დაფუძნებულ Golden Global Yatirim Bankasi Anonim Sirketi-ს, აქტივების მმართველ კომპანია Golden Global Portfoy Yonetimi Anonim Sirketi-ს და აქტივების იჯარით გამცემ კომპანია Golden Global Varlik Kiralama Anonim Sirketi-ს.
ეს პირველი შემთხვევაა მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, როდესაც ნატოს წევრ ქვეყანაში მოქმედ ბანკს აშშ-ის სანქციები დაუწესდა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) განაცხადა, რომ სანქციების შედეგად სამივე ორგანიზაცია სპეციალურად დასანქცირებულ პირთა სიაში (SDN List) შეიყვანეს, რაც მათ დოლარზე დაფუძნებულ ფინანსურ სისტემაზე წვდომას უზღუდავს. ამასთან, სახაზინო დეპარტამენტმა გასცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც სანქცირებულ ორგანიზაციებთან არსებული ტრანზაქციების ეტაპობრივად დასრულების მიზნით განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
სხვა სიახლეები
ტრამპის მარშრუტი TRIPP აზერბაიჯანთან და საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს - მირზოიანი
23.10.2026.09:10
სომხეთის ეროვნული ასამბლეა განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ,,ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) ფარგლებში სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.
აღნიშნული განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში TRIPP-ის შეთანხმების პროექტის წარდგენისას გააკეთა.
მირზოიანის განცხადებით, TRIPP საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ საქართველოსა და ირანთანაც.
„იმედი მაქვს, თურქეთთან საზღვარიც გაიხსნება და ამის შემდეგ ვიფიქრებთ, როგორ გავუმარტივოთ ცხოვრება მეწარმეებსა და მოქალაქეებს“, - აღნიშნა მან.
მირზოიანმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ სად შეიძლება განთავსდეს TRIPP-ის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ხაზის გარდა.
„შესაძლოა, ნავთობსადენმა სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილზე გაიაროს. მარშრუტი ჯერ განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, TRIPP-ის ზომაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ასეთი განსაზღვრული პარამეტრი არ არსებობს“, - განაცხადა მირზოიანმა.