მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ავიაკომპანიების გლობალური ინდუსტრია რეკორდული 5 მილიარდი ფრენისა და ტრილიონი დოლარის შემოსავლის მოლოდინშია

news image
mbc image

2024 წელს, გლობალური ავიაცია მოელის, რომ განახორციელოს თითქმის 5 მილიარდი დაგეგმილი რეისი და თითქმის $1 ტრილიონი შემოსავალი გამოიმუშაოს, რაც ყველაზე მაღალია ინდუსტრიის ისტორიაში. ეს არის ანალიტიკური სერვისის AltIndex-ის მონაცემები.

მიუხედავად პანდემიის დროს გლობალური სამგზავრო ტრაფიკის 60%-ით და შემოსავლების 70%-ით შემცირებისა, დღეს საჰაერო მგზავრობაზე მოთხოვნამ "ახალ სიმაღლეებს მიაღწია", - განმარტავენ ექსპერტები.

IATA-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში მთლიანი ტრაფიკი დაემთხვა და გადააჭარბა 2019 წლის დონეს და ეს ზრდა გრძელდება. პროგნოზირებულია, რომ საჰაერო მგზავრების საერთო რაოდენობა 2024 წლის ბოლოსთვის თითქმის 5 მილიარდს მიაღწევს, 400 მილიონით მეტი ვიდრე Covid-19-მდელ პერიოდში იყო. გლობალური ავიაკომპანიის შემოსავალმა წელს შეიძლება $1 ტრილიონს წელს მიაღწიოს, რაც $158 მილიარდით მეტია 2019 წლის ფაქტობრივ მაჩვენებლებთან შედარებით.

ასევე მოსალოდნელია, რომ რეგიონების უმეტესობის მაჩვენებლები გადააჭარბებს პანდემიამდელ დონეს. ამრიგად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოგზაურთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 17%-ით გაიზრდება, ხოლო ტურისტული ნაკადის ლიდერები ჩინეთი და ინდოეთი გახდებიან. ევროპაში მგზავრთა რაოდენობა 11%-ით გაიზრდება, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში წლიური ზრდა შესაბამისად 9%, 8% და 7% იქნება.

IATA ელოდება, რომ გლობალური ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიურად 3.8%-ით გაიზრდება, რაც წარმოქმნის 4 მილიარდზე მეტ ახალ მოგზაურს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა