ავსტრალია მსოფლიოში უდიდეს მზის ელექტროსადგურს აშენებს
ავსტრალია-აზიის ელექტროსადგური ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე განთავსდება და 12000 ჰექტარს გააერთიანებს.
პროექტს სახელწოდებით Power Link, რომელიც ცოტა ხნის წინ ავსტრალიის მთავრობამ დაამტკიცა, განახლებადი ენერგიის კომპანია SunCable განახორციელებს. პროექტს კი ტექნოლოგიური მილიონერი და გარემოსდამცველი მაიკ ქენონ-ბრუკსი დააფინანსებს, წერს Interesting Engineering.
SunCable-ის თანახმად, პროექტი ჩრდილოეთ ტერიტორიისთვის 20 მილიარდ დოლარზე მეტ ეკონომიკურ სარგებელს გამოიმუშავებს და ყოველწლიურად შექმნის საშუალოდ 6,800 პირდაპირ და არაპირდაპირ სამუშაო ადგილს მთელი მშენებლობის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში სამუშაო სამუშაო ძალის პიკმა შესაძლოა 14,300 ადამიანსაც კი მიაღწიოს. ეს მაჩვენებელი გამოითვლება მშენებლობის პერიოდისა და 35 წლის ექსპლუატაციის მიხედვით.
ელექტროსადგური საათში ოთხ გიგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ორი დამატებითი გიგავატი, რომელიც წყალქვეშა კაბელით მიეწოდება სინგაპურს, დააკმაყოფილებს ქალაქ-სახელმწიფოს საჭიროებების დაახლოებით 15%-ს. დაახლოებით 40 გიგავატი შეიძლება ინახებოდეს ბატარეებში.
პროექტის საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება (FID) 2027 წელს იქნება მიღებული, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდება 2030-იანი წლების დასაწყისში დაიწყება.
სხვა სიახლეები
ევროკომისიამ AliExpress-ი ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის €550 მილიონით დააჯარიმა
27.07.2026.08:50
ევროკომისიამ AliExpress-ი 550 მილიონი ევროთი დააჯარიმა ციფრული სერვისების აქტის მოთხოვნების დარღვევისთვის. კერძოდ, პლატფორმამ სათანადოდ ვერ შეასრულა ვალდებულება, შეეფასებინა და შეემცირებინა რისკები, რომლებიც მის ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე სახიფათო ან ყალბი პროდუქტების გაყიდვასთან იყო დაკავშირებული. ევროკომისიამ პლატფორმას შესაბამისი ზომების მიღება დაავალა.
რისკების სათანადო შეფასების ვალდებულების შეუსრულებლობა - AliExpress-მა სათანადოდ არ შეაფასა, ჰყავდა თუ არა საკმარისი რაოდენობის თანამშრომელი პოტენციურად აღნიშნული ტიპის პროდუქტების გადასამოწმებლად, AliExpress-მა არასათანადოდ შეაფასა, თუ როგორ აძლიერებს მისი რეკომენდაციისა და სარეკლამო სისტემები დასახელებული პროდუქტების გავრცელებას, AliExpress-ის რისკების შეფასებას აკლდა რაოდენობრივი მაჩვენებლები.
მოთხოვნების შესაბამისად, AliExpress-ს ახლა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე აქვს ვადა, რათა ევროკომისიას წარუდგინოს სამოქმედო გეგმა.