მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

აზერბაიჯანი და მსოფლიო ბანკი სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას განიხილავენ

news image
mbc image

აზერბაიჯანმა და მსოფლიო ბანკმა სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების საკითხები განიხილეს.

აზერბაიჯანსა და მსოფლიო ბანკს შორის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

9 სექტემბერს ფინანსთა მინისტრი საჰილ ბაბაევი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი და მსოფლიო ბანკის ახალი ქვეყნის მენეჯერი აზერბაიჯანში საშა ბეიკსი ხელმძღვანელობდნენ.

მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე, საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე მოსაზრებები გაცვალეს.

ბაბაევმა შეაფასა მსოფლიო ბანკის უწყვეტი მხარდაჭერა აზერბაიჯანის განვითარების პრიორიტეტებისა და რეფორმების დღის წესრიგის მიმართ და აღნიშნა, რომ ხანგრძლივმა პარტნიორობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და სხვადასხვა სექტორში განხორციელებულ რეფორმებში.

აზერბაიჯანსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობა მოიცავს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვის, დასაქმებისა და ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებებს. აზერბაიჯანის მსოფლიო ბანკში გაწევრიანებიდან დღემდე 53 პროექტისთვის დაახლოებით 4.9 მილიარდი აშშ დოლარია გამოყოფილი.

ბაბაევმა ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მზარდ როლს საერთაშორისო განვითარების დღის წესრიგში და აღნიშნა, რომ ზედა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ აზერბაიჯანმა, დონორის რანგში, საერთაშორისო განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გაზარდა.

თავის მხრივ, როლანდ პრაისმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და მსოფლიო ბანკს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ქვეყნის ბოლო პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური მიღწევები და განხორციელებული რეფორმები.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკი მზად არის, განაგრძოს აზერბაიჯანის განვითარების და რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერა და თანამშრომლობა ახალ სფეროებში გააფართოოს.

ბაბაევმა საშა ბეიკს მსოფლიო ბანკის აზერბაიჯანის ოფისის ქვეყნის მენეჯერად დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ იგი მხარეებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ორმხრივი ინტერესის მქონე ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მოსაზრებები ფართოდ გაცვალეს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ

10.09.2026.10:13

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს ამომრჩევლების მისივე პარტიის მხარდასაჭერად გადმობირების უპრეცედენტო მცდელობაა. ტრამპმა ეს წინადადება „რესპუბლიკური“ პარტიის ისტორიაში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებულ პირველ შეკრებაზე გააჟღერა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ განხორციელდება ეს გადახდა და რამდენად იქნება მათი განხორციელება კანონთან შესაბამისობაში. აშშ-ში დაახლოებით 270 მილიონი ზრდასრული ადამიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივის ღირებულება დაახლოებით 1,35 ტრილიონი დოლარი იქნება.

თავის გამოსვლაში, რომელიც 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, ტრამპმა საკუთარი პრეზიდენტობის პირველ ორ წელს „პრეზიდენტობის ისტორიაში უდიდესი ორი წელი“ უწოდა. ამით მან საკუთარი თავი არჩევნების ეპიცენტრში მოაქცია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოპულარობა სულ უფრო მცირდება, წერს სააგენტო.

თუმცა, გაურკვეველია, რამდენად მოეწონება მისი წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსი გამოსვლა იმ გადამწყვეტ ამომრჩევლებს, რომლებიც, საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ტრამპის პარტიისგან დისტანცირდებიან. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცხოვრების გაძვირებითა და ირანთან ომით გამოწვეული მზარდი უკმაყოფილებაა.

„თუ ამერიკის მომავალს რადიკალ მემარცხენე „დემოკრატებს“ გადავცემთ, ჩვენი ქვეყანა მომდევნო ათწლეულს მხოლოდ ფეხზე წამოდგომას მოანდომებს. მიეცით ხმა „რესპუბლიკელებს“ და ჩვენ მსოფლიოს თაობების განმავლობაში უკან მოვიტოვებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა