მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

აზერბაიჯანის რკინიგზამ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში სატვირთო გადაზიდვების რეკორდული ზრდა დააფიქსირა

news image
mbc image

აზერბაიჯანის რკინიგზამ (ADY) 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 15.691 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 13.911 მილიონ ტონასთან შედარებით 13%-ით მეტია. მხოლოდ ოქტომბერში სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 1.714 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 22%-იანი ზრდაა.

ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი სატრანზიტო გადაზიდვები იყო. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში ADY-მ 6.582 მილიონი ტონა სატრანზიტო ტვირთი გადაზიდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია. ოქტომბერში სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა წლიურ ჭრილში 49%-ით გაიზარდა და 817 ათას ტონას მიაღწია.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულებითაც. იანვარ-ოქტომბერში სარკინიგზო ოპერატორმა 132 500 TEU (20-ფუტიანი კონტეინერის ეკვივალენტი) გადაზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 112 400 TEU-სთან შედარებით 18%-ით მეტია. ოქტომბერში საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა 67%-ით გაიზარდა და 16 200 TEU შეადგინა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ADY-მ ჩინეთიდან 472 საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 49%-იანი ზრდაა და ჩინეთი–ევროპის მარშრუტებზე ტვირთნაკადების ზრდაზე მიუთითებს.

ADY-ის ასტარის ტერმინალმა ტვირთების გადამუშავების ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დააფიქსირა როგორც ცალკეული თვის, ისე წლის პირველი 10 თვის მიხედვით.

იანვარ-ოქტომბერში ტერმინალმა 753 614 ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 550 210 ტონასთან შედარებით 37%-ით მეტია. მხოლოდ ოქტომბერში ტვირთების გადამუშავების მოცულობამ რეკორდულ 122 216 ტონას მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 65%-იანი ზრდაა.

საკონტეინერო გადაზიდვების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა ADY-ის მართვაში არსებულმა ბაქოს პორტმაც. 2026 წლის პირველ 10 თვეში პორტში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 112 ათას TEU-ს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია.

უახლესი მონაცემები ხაზს უსვამს აზერბაიჯანის მზარდ შესაძლებლობებს საერთაშორისო სატვირთო ნაკადების მომსახურების მიმართულებით, განსაკუთრებით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის, ფარგლებში, აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო კავშირების გაძლიერების ფონზე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image აზერბაიჯანის რკინიგზამ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში სატვირთო გადაზიდვების რეკორდული ზრდა დააფიქსირა

16.11.2026.11:00

აზერბაიჯანის რკინიგზამ (ADY) 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 15.691 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 13.911 მილიონ ტონასთან შედარებით 13%-ით მეტია. მხოლოდ ოქტომბერში სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 1.714 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 22%-იანი ზრდაა.

ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი სატრანზიტო გადაზიდვები იყო. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში ADY-მ 6.582 მილიონი ტონა სატრანზიტო ტვირთი გადაზიდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია. ოქტომბერში სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა წლიურ ჭრილში 49%-ით გაიზარდა და 817 ათას ტონას მიაღწია.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულებითაც. იანვარ-ოქტომბერში სარკინიგზო ოპერატორმა 132 500 TEU (20-ფუტიანი კონტეინერის ეკვივალენტი) გადაზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 112 400 TEU-სთან შედარებით 18%-ით მეტია. ოქტომბერში საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა 67%-ით გაიზარდა და 16 200 TEU შეადგინა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ADY-მ ჩინეთიდან 472 საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 49%-იანი ზრდაა და ჩინეთი–ევროპის მარშრუტებზე ტვირთნაკადების ზრდაზე მიუთითებს.

ADY-ის ასტარის ტერმინალმა ტვირთების გადამუშავების ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დააფიქსირა როგორც ცალკეული თვის, ისე წლის პირველი 10 თვის მიხედვით.

იანვარ-ოქტომბერში ტერმინალმა 753 614 ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 550 210 ტონასთან შედარებით 37%-ით მეტია. მხოლოდ ოქტომბერში ტვირთების გადამუშავების მოცულობამ რეკორდულ 122 216 ტონას მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 65%-იანი ზრდაა.

საკონტეინერო გადაზიდვების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა ADY-ის მართვაში არსებულმა ბაქოს პორტმაც. 2026 წლის პირველ 10 თვეში პორტში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 112 ათას TEU-ს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია.

უახლესი მონაცემები ხაზს უსვამს აზერბაიჯანის მზარდ შესაძლებლობებს საერთაშორისო სატვირთო ნაკადების მომსახურების მიმართულებით, განსაკუთრებით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის, ფარგლებში, აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო კავშირების გაძლიერების ფონზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა