აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი 2024 წელს ქვეყანაში 5%-იან ინფლაციას პროგნოზირებს
აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის პროგნოზით 2024 წელს წლიური ინფლაცია 5-5, 5% -ის ფარგლებში იქნება.
ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ანგარიშში 2024 წლის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
ინფორმაციის თანახმად, ინფლაციაზე გარე ფაქტორების გავლენის შესუსტება და მთავრობასთან ერთად განხორციელებული ანტიინფლაციური ზომები ხელს შეუწყობს საშუალოვადიან სამიზნე დიაპაზონში ინფლაციის წარმოქმნას.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.