აზერბაიჯანში კომერციული საქონლის ტრანსპორტირებაზე კონტროლი გაძლიერდა
აზერბაიჯანმა სატვირთო მანქანების ელექტრონული ზედნადების ფორმა დაამტკიცა, რომლითაც აღრიცხვისა და გამოყენების წესები განისაზღვრა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამასთან დაკავშირებით შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი.
დადგენილების თანახმად, ელექტრონული ზედნადები არის დოკუმენტი, რომელიც გაცემულია გამგზავნის მიერ, თუ ტვირთის გადაზიდვა ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული. აღნიშნლს, საავტომობილო ტრანსპორტით საქონლის შიდა გადაზიდვების შესახებ „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.
ელექტრონული ზედნადები ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს საინფორმაციო სისტემაში „AYNA“ შექმნილ „ელექტრონული ზედნადების“ ქვესისტემაში გაიცემა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.