აზერბაიჯანში TikTok-ზე წვდომა შეიზღუდა
დღეიდან აზერბაიჯანში TikTok-ზე წვდომა დროებით შეზღუდულია.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს ელექტრონული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
სტრუქტურა მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე სოციალური ქსელების ადმინისტრატორების წესები და პირობები სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გამოქვეყნებისას.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.