აზერბაიჯანული ნავთობი გაძვირდა
აზერბაიჯანული Azeri Light ნავთობის ფასი CIF ბაზაზე იტალიის პორტ ავგუსტაში 1,67 დოლარით გაიზარდა და 76,77 დოლარი შეადგინა ბარელზე,
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება ქვეყნის ნავთობისა და გაზის ბაზრის წყაროზე დაყრდნობით.
თურქეთის პორტ ჯეიჰანში FOB-ზე დაყრდნობით, Azeri Light-ის ფასი ბარელზე 1,76 დოლარით გაიზარდა და 75,34 აშშ დოლარი შეადგინა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის მიერ რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკის პორტიდან ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით გაყიდული URALS ნავთობის ღირებულება წინა მაჩვენებელთან შედარებით 1,56 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 51 დოლარი შეადგინა.
ჩრდილოეთის ზღვიდან წარმოებული Brent Dated ნავთობის ფასი 1,49 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 73,95 დოლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა
14.07.2026.14:28
ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.
მანამდე ორივე კონტრაქტის ფასი ბარელზე 2 დოლარზე მეტით იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიციები ნაწილობრივ დათმეს. წინა დღეს Brent-ის ფასი 9,6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.
ამჟამად ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.