ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში მაგისტრალური გაზსადენებით 27 109,8 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6,2%-ით მეტია.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით გაზის ტრანსპორტირების 53,8% სამხრეთ კავკასიის ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით განხორციელდა.
საანგარიშო პერიოდში მილსადენით 14 589,9 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 8,4%-იანი ზრდაა.
ცნობისათავის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სახელითაც არის ცნობილი, „შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების მიზნით აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც გაზის განმანაწილებელი კვანძი მდებარეობს. მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ფუნქციონირებს და მისი გავლით ’„შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.