ბაქოს გენგეგმის რეალიზაციის ღირებულება ცნობილია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს 2040 წლამდე განვითარების გენერალური გეგმის რეალიზაციაზე 93,6 მლრდ მანათის დახარჯვაა გათვალისწინებული.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით ამის შესახებ ბაქოს გენგეგმის დოკუმენტშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, 60,5 მლრდ მანათი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო დანარჩენი 33,1 მლრდ მანათ კერძო სექტორი გაიღებს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.