ბაქოს პორტის გავლით, წლის დასაწყისიდან 4000-ზე მეტი ავტომანქანა გადაიზიდა
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გავლით 4002 მანქანა გადაიზიდა.
ამის შესახებ აზებაიჯანული მედია ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტზე დაყრდნობით წერს.
პორტის მონაცემებით, ივლისში 768 ავტომანქანის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც იანვარის სტატისტიკაზე 2,7-ჯერ მეტია.
„პოზიტიური ტენდენცია მომავალ თვეებშიც გაგრძელდება“,, - აცხადებენ პორტში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.