ბაქო და ანკარა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განხორციელების ეტაპზე გადადიან - ბაირაქტარი
თურქეთი და აზერბაიჯანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას პროექტების ეტაპიდან განხორციელების ეტაპზე გადაჰყავთ, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა.
„თურქეთი და აზერბაიჯანი ახლა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პროექტების ეტაპიდან მათ განხორციელებაზე გადადიან. ნახიჩევანი-თურქეთის, თურქეთი-საქართველო–აზერბაიჯანი–ბულგარეთის დერეფნებისა და შავი ზღვის ქვეშ ევროპისკენ გასაგრძელებელი ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით, ჩვენი მიზანია, თურქული სამყაროს ენერგორესურსების ევროპისთვის თურქეთის გავლით მიწოდება უზრუნველვყოთ“, - განაცხადა მინისტრმა ბაქოში ვიზიტის შემდეგ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ბაქოში აზერბაიჯან-თურქეთის ენერგეტიკის რიგით მე-5 ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი.
სხვა სიახლეები
ბაქო და ანკარა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განხორციელების ეტაპზე გადადიან - ბაირაქტარი
14.09.2026.15:00