ბერლინში 9 მაისს საბჭოთა და რუსეთის დროშები აკრძალეს
ბერლინ-ბრანდენბურგის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 8 და 9 მაისს სამახსოვრო ღონისძიებების დროს რუსეთისა და სსრკ-ს დროშების, ასევე წმინდა გიორგის ლენტის გამოტანა აკრძალა, - იუწყება Bild.
5 მაისს ბერლინის პოლიციამ გამოაცხადა, რომ აკრძალულია რუსეთისა და უკრაინის დროშების, სსრკ-ს სიმბოლოების, წმინდა გიორგის ლენტების, სამხედრო ფორმების შემოტანა ტიერგარტენში, ტრეპტოუს პარკსა და შონჰოლცერ ჰაიდეს საბჭოთა მემორიალის ტერიტორიაზე.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წლისთავზე სტუმრებს ასევე აეკრძალათ ომზე სიმღერების შესრულება და განცხადებების გაკეთება, რომლებიც ამართლებდნენ ან განადიდებდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Vitsche-მ ადმინისტრაციულ სასამართლოში უკრაინის დროშების გამოტანის შესახებ წარმატებით გააპროტესტა.
8 მაისს ბერლინ-ბრანდენბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.