Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა
ანალიტიკურ კომპანია 10X Research-ის (10X) მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა 2025 წლის იანვრის ბოლოს შესაძლოა 100 ათას დოლარს გადააჭარბოს.
ანალიტიკოსების ვარაუდები ეფუძნება პროგნოზირების მოდელს, რომელიც ითვალისწინებს ისტორიულ მონაცემებს და მიმდინარე ბაზრის ტენდენციებს.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, 10X-მა გამოთვალა, რომ 2025 წლის 27 იანვრისთვის მიმდინარე კურსიდან $73 ათასიდან 40%-იანი ზრდა იქნება და კრიპტოვალუტის ფასი $101 ათასს მიარწევს.
TradingView-ის ცნობით, 29 ოქტომბერს ბიტკოინის ბაზრის წილმა 60%-ს გადააჭარბა. 2021 წლის მარტიდან ინდიკატორი ასეთ მაღალ ნიშნულზე არ ყოფილა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.