ბიტკოინის ფასმა $68 ათასს გადააჭარბა
ბიტკოინის ღირებულება სავაჭრო სესიაზე 8,18%-ით - $68,284 ათასამდე გაიზარდა.
ამას მოწმობს Binance პლატფორმის მონაცემები .
თბილისის დროით 04:20 საათისთვის ბიტკოინმა ოდნავ შეანელა ზრდა და შეადგინა $68,211 (პლუს 8,08%).
ბოლოს ბიტკოინის ფასი 68 ათასი დოლარის ნიშნულზე 2021 წლის 10 ნოემბერს დაფიქსირდა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.