ბიტკოინის კურსი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა
დღეს, 13 მარტს, ბიტკოინის კურსმა მიაღწია ახალ მაქსიმუმს, $73,000.
დღის განმავლობაში აქტივი გაიზარდა 1.27%-ით, კვირის განმავლობაში - 10.40%-ით. ამას მოწმობს CoinMarketCap-ის მონაცემები.
ამ დროისთვის პირველი კრიპტოვალუტა 73 000 დოლარზე დაბალაივაჭრება. ბიტკოინის შემდეგ, ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე სხვა კრიპტოვალუტა ასევე ზრდის ტენდენციას აჩვენებს. Ethereum-მა $4000-ს მიაღწია.
სხვა სიახლეები
ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა
14.07.2026.14:28
ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.
მანამდე ორივე კონტრაქტის ფასი ბარელზე 2 დოლარზე მეტით იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიციები ნაწილობრივ დათმეს. წინა დღეს Brent-ის ფასი 9,6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.
ამჟამად ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.