BMW-მ აშშ-ის საწარმოებში ელექტრომობილების წარმოებისთვის $1.7 მილიარდის ინვესტიციის განხორციელება დაასრულა
BMW-მ განაცხადა, რომ აშშ-ში მდებარე საწარმოებში 1.7 მილიარდი დოლარის მოცულობის საინვესტიციო პროგრამა დაასრულა, რითაც აშშ-ში სრულად ელექტრომობილების წარმოების დაწყებისთვის ემზადება.
BMW-ის პირველი სრულად ელექტრო მოდელი, რომელიც აშშ-ში დამზადდება, iX5 იქნება, რომლის წარმოების დაწყება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
კომპანია ასევე გეგმავს, რომ 2030 წლამდე აშშ-ში კიდევ სულ მცირე ხუთი სრულად ელექტრო მოდელის წარმოება დაიწყოს.
16 ივნისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა მრავალი ამერიკული პროდუქტის იმპორტზე დაწესებული ტარიფების შემცირებას.
სხვა სიახლეები
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
18.08.2026.15:22
თურქეთის ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ტრამპს ირანთან სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესსა და უკვე მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას.