Boeing-მა 20-წლიანი პროგნოზი თვითმფრინავებზე მოთხოვნის შესახებ უცვლელად შეინარჩუნა, მიუხედავად მიმდინარე კონფლიქრით გამოწვეული რისკებისა
Boeing-მა მომდევნო 20 წლის განმავლობაში ახალი კომერციული თვითმფრინავების გლობალურ მოთხოვნასთან დაკავშირებით ზრდის პროგნოზი უცვლელად შეინარჩუნა. ამის შესახებ ამერიკულმა ავიამწარმოებელმა შაბათს განაცხადა.
კომპანიის ახალი პროგნოზი პრაქტიკულად იდენტურია 2025 წლის პროგნოზის. Boeing-ის შეფასებით, 2026-2045 წლებში მსოფლიო მასშტაბით მთლიანობაში 43,625 ახალი სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავი იქნება მიწოდებული.
ამ თვეში Boeing-ის ევროპელმა კონკურენტმა Airbus-მა ახალი თვითმფრინავების მოთხოვნის 20-წლიანი პროგნოზი 1%-ით, 42,060 ერთეულამდე შეამცირა, რაც ირანთან ომითა და გლობალური სავაჭრო დაძაბულობით ახსნა.
Boeing-ის პროგნოზით, 2026 წელს მსოფლიო საჰაერო სამგზავრო გადაყვანების ზრდა დაახლოებით 2.3% იქნება, რაც გასული წლის 5.3%-იან ზრდაზე ორჯერ ნაკლებია. თუმცა კომპანია ვარაუდობს, რომ ზრდა 2027 წელს 6% - 7%-მდე, ხოლო 2028 წელს 5% - 6%-მდე აღდგება.
სხვა სიახლეები
არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანიები გლობალურად ოპერირებას აფართოებენ
04.08.2026.11:00
არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანიები 2026 წელს მნიშვნელოვნად აფართოებენ თავიანთ გლობალურ დაფარვას - ამატებენ ახალ საერთაშორისო მიმართულებებს, ზრდიან ფრენების სიხშირეს მაღალი მოთხოვნის მქონე მარშრუტებზე და აძლიერებენ კომერციულ პარტნიორობებს, რაც მგზავრებს საკუთარი ქსელების მიღმა ასობით ქალაქთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.
გაფართოების ახალი ეტაპი კიდევ უფრო ამყარებს ქვეყნის პოზიციას, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საავიაციო ჰაბისა, ამავდროულად კი ხელს უწყობს მზარდ მოთხოვნას როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ისე ტურისტებისა და საერთაშორისო ტრანზიტული მგზავრების მხრიდან.
გაფართოების პროცესს, ხელს უწყობენ Emirates, Etihad Airways, flydubai და Air Arabia თითოეული მათგანი ზრდის განსხვავებულ სტრატეგიას მიჰყვება, რომელიც მოიცავს როგორც გრძელმაგისტრალურ ფრენებსა და ნაკლებად ათვისებულ ბაზრებზე გაფართოებას, ისე დაბალბიუჯეტიან მგზავრობასა და უფრო ფართო კოდშეარ-პარტნიორობების განვითარებას.
Emirates, რომელიც ამჟამად ექვს კონტინენტზე დაახლოებით 140 მიმართულებას ემსახურება, 1 ოქტომბრიდან დუბაი - ჰელსინკის მიმართულებით ყოველდღიურ ფრენებს დაიწყებს, რაც შექმნის ერთადერთ მთელი წლის განმავლობაში მოქმედ პირდაპირ საჰაერო კავშირს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ფინეთს შორის.
ავიაკომპანიამ ასევე გაზარდა არსებული მარშრუტების გამტარუნარიანობა - კოპენჰაგენის მიმართულებით დაამატა მეორე ყოველდღიური რეისი, ხოლო ფუკეტისა და კეიპტაუნის მიმართულებებზე დამატებითი ყოველდღიური ფრენები დანიშნა, რათა მგზავრთა მზარდ მოთხოვნას უპასუხოს.
Etihad Airways-მა აბუ-დაბიდან საერთაშორისო გაფართოების ტემპი დააჩქარა და საკუთარ ქსელს დაამატა კრაკოვი, პალმა-დე-მაიორკა, დამასკო და ზანზიბარი, ასევე განაახლა სეზონური ფრენები მიკონოსის, მალაგის, სანტორინის, ნიცისა და ელ-ალამეინის მიმართულებით.
ავიაკომპანიამ ასევე დააანონსა გეგმები, დაიწყოს ფრენები აფრიკის ექვსი მიმართულებით.
Air Arabia-მაც გააფართოვა ევროპული და რეგიონული მიმართულებების ქსელი.
Etihad Airways-მა ასევე გააფართოვა საკუთარი კომერციული ქსელი ახალი შეთანხმებების მეშვეობით.