ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყაზახეთმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში $35 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა
ყაზახეთში ბეინეუ-საქსაულსკის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ეფექტიანობის გაზრდასა და ჩინეთსა და ევროპას შორის სატვირთო გადაზიდვების დაჩქარებას ისახავს მიზნად. ყაზახეთის პრეზიდენტმა მომავალ ავტომაგისტრალს ორ რეგიონს შორის „ხიდი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს აქთაუსა და ყურიყის პორტებთან დააკავშირებს. პროექტის დასრულების შემდეგ მარშრუტი დაახლოებით 1 000 კილომეტრით შემცირდება, რაც ტვირთების მიწოდების ვადის სამ დღემდე შემცირების შესაძლებლობას შექმნის. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყაზახეთმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მათ შორის რკინიგზის, საავტომობილო გზების, პორტების, აეროპორტებისა და ციფრული ლოგისტიკური გადაწყვეტილებების მიმართულებით, დაახლოებით 35 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
ტრანზიტის მოცულობის ზრდის პარალელურად, ყაზახეთი სარკინიგზო გამტარუნარიანობასაც აფართოებს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში TITR-ის გასწვრივ სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა. 2025 წელს მარშრუტზე 4,5 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი და დაახლოებით 77 000 TEU გადაიზიდა. დერეფნის მონაწილეები 2029 წლისთვის გამტარუნარიანობის წლიურად 300 000 TEU-მდე გაზრდას გეგმავენ.
ამასთან, ყაზახეთი საერთაშორისო ლოგისტიკის გაციფრულებას ახორციელებს. ელექტრონული საბაჟო სისტემები და „ერთი ფანჯრის“ პრინციპი საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დროს ამცირებს, ხოლო დღეს კონტეინერების დოსთიქიდან საქართველოს შავი ზღვის პორტებამდე ტრანსპორტირება 11–13 დღეშია შესაძლებელი.
ქვეყანა ასევე აფართოებს საპორტო და საავიაციო შესაძლებლობებს. ჩინეთსა და ევროპას შორის სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების დაახლოებით 83% ყაზახეთზე გადის. შესაბამისად, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) და მასთან დაკავშირებული საავტომობილო და სარკინიგზო მარშრუტების განვითარება ქვეყნის სატრანზიტო ჰაბის როლის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილება.
2025 წელს ყაზახეთის აეროპორტებმა 15,4 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 4,8%-ით მეტია, ხოლო ქვეყანაში მგზავრთა საერთო ნაკადმა თითქმის 32 მილიონ ადამიანს მიაღწია.
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის შვილობილი, Ameriabank-ი სომხეთის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დასახელდა Global Finance-ის მიერ
05.10.2026.11:53
Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა Global Finance-ის მიერ „საუკეთესო ციფრული ბანკის“ (Best Digital Bank Awards) კონკურსში ცხრა ჯილდო მიიღო, მათ შორის, რვა ქვეყნის დონეზე და ერთი რეგიონული აღიარების ფარგლებში.
გამარჯვებულები შეფასდნენ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის, ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის ეფექტიანობით, ციფრული შეთავაზებების გამოყენებაზე მომხმარებლების გადაყვანის წარმატებით, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდით, პროდუქტებისა და მომსახურებების მრავალფეროვნებით, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები სარგებლის არსებობით, ასევე ვებ- და მობილური პლატფორმების დიზაინითა და ფუნქციონალით.
Global Finance-ის შეფასებით, Ameriabank-ის ციფრული ეკოსისტემა საუკეთესო აღმოჩნდა რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის ინოვაციის, ციფრული ტრანსფორმაციის, ონლაინ გადახდების, ონლაინ პროდუქტებისა და მომსახურებების, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პლატფორმისა და სხვა მიმართულებებით.
Ameriabank-ის მიერ მიღებული ჯილდოების სრული ჩამონათვალი:
ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი;
საუკეთესო ციფრულ ტრანსფორმაციაში;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
საუკეთესო ონლაინ პროდუქტების შეთავაზებები;
საუკეთესო ონლაინ გადახდების გადაწყვეტა;
საუკეთესო სოციალური მედიის მარკეტინგსა და მომსახურებაში;
საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება სომხეთში;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (CEE).
კონკურსში წარდგენილი განაცხადები შეფასდა Infosys-ის პროფესიონალი ჟიურის მიერ. Infosys ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და აუთსორსინგის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გამარჯვებულთა საბოლოო შერჩევა Global Finance-ის რედაქტორებმა განახორციელეს.
Global Finance-ის ჯილდოები ფინანსურ სამყაროში ერთგვარი ხარისხის ნიშანია. გამარჯვებულებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ჟიური და Global Finance-ის რედაქტორები არჩევენ. ისინი აფასებენ არა მხოლოდ პროდუქტის დიზაინს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას, პროდუქტის უკან მდგარ სტრატეგიას, უსაფრთხოებასა და რეალურ, გაზომვად შედეგებს.
მოდით, გამოვყოთ რამდენიმე ჯილდო, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს.