BP განიხილავს ეგვიპტეში არსებული ზოგიერთი აქტივის გაყიდვას - დეტალები
ნავთობგიგანტი BP განიხილავს ეგვიპტეში მდებარე ბუნებრივი აირის ზოგიერთი აქტივის გაყიდვას, მაშინ როცა ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჯგუფის რესტრუქტურიზაციას ახორციელებს, რათა შეამციროს ვალი და ფოკუსი გადაიტანოს უფრო მომგებიან პროექტებზე.
BP-ს ეგვიპტეში ბოლო ექვს ათწლეულში 35 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული და ქვეყანაში ბუნებრივი აირის დაახლოებით 60%-ს აწარმოებს ერთობლივი საწარმოების მეშვეობით აღმოსავლეთ ნილოსის დელტაში და BP-ის მიერ ოპერირებულ საბადოებზე დასავლეთ ნილოსის დელტაში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.