BP-ი და SOCAR-ი ისრაელის ოფშორულ ბლოკებზე ბუნებრივი აირის მოძიებას გეგმავენ
ბრიტანულმა ენერგეტიკულმა ჯგუფმა BP-მა სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან ერთად მონაწილეობა მიიღო ტენდერში ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის ოფშორულ ნაწილში ბუნებრივი აირის საძიებო სამუშაოების ლიცენზიის მისაღებად.
Reuters-ის ცნობით, საუბარია აქ აღმოჩენილი ლევიათანისა და თამარის საბადოების მახლობლად მდებარე ბლოკების გაზის მარაგების ძიებაზე.
NewMed უკვე აწარმოებს გაზს ისრაელის ოფშორში ლეფიაფანის საბადოზე, სადაც ის ფლობს კაპიტალის 45 პროცენტზე მეტს.
აუქციონში გამარჯვებულები მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გამოვლინდებიან.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.