BP-ის CEO-ს თქმით, კომპანიამ ფინანსური დისციპლინა უნდა გაამყაროს
ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კომპანიამ პრიორიტეტად უნდა აქციოს ფინანსური დისციპლინის გამკაცრება, რაც პორტფელის გაძლიერებას, ხარჯების შემცირებასა და კაპიტალური დანახარჯების უფრო მკაცრ კონტროლს გულისხმობს. კომპანია ამჟამად კვლავ ძირითადი ნავთობისა და გაზის აქტივებზე აკეთებს აქცენტს.
ო'ნილი, რომელმაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა აპრილში დაიკავა, ცდილობს ინვესტორების ნდობის აღდგენას ხარჯებისა და ვალის შემცირების გზით.
მისი თქმით, BP-მ ინვესტიციების განხორციელებისას უფრო შერჩევითი მიდგომა უნდა გამოიყენოს, რადგან კომპანია განახლებადი ენერგიის მიმართულებით წარუმატებელი გაფართოების შემდეგ სტრატეგიის გადახედვის პროცესშია.
„უნდა ვიყოთ გაცილებით გააზრებულები იმაში, თუ სად ვაბანდებთ ინვესტიციებს და სად არა. ნაკლები, მაგრამ უკეთესი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და თითოეულ მათგანზე პასუხისმგებლობა ავიღოთ,“- წერს BP-ის CEO.
სხვა სიახლეები
ტრამპის მარშრუტი TRIPP აზერბაიჯანთან და საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს - მირზოიანი
23.10.2026.09:10
სომხეთის ეროვნული ასამბლეა განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ,,ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) ფარგლებში სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.
აღნიშნული განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში TRIPP-ის შეთანხმების პროექტის წარდგენისას გააკეთა.
მირზოიანის განცხადებით, TRIPP საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ საქართველოსა და ირანთანაც.
„იმედი მაქვს, თურქეთთან საზღვარიც გაიხსნება და ამის შემდეგ ვიფიქრებთ, როგორ გავუმარტივოთ ცხოვრება მეწარმეებსა და მოქალაქეებს“, - აღნიშნა მან.
მირზოიანმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ სად შეიძლება განთავსდეს TRIPP-ის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ხაზის გარდა.
„შესაძლოა, ნავთობსადენმა სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილზე გაიაროს. მარშრუტი ჯერ განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, TRIPP-ის ზომაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ასეთი განსაზღვრული პარამეტრი არ არსებობს“, - განაცხადა მირზოიანმა.