Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $95,50 დოლარამდე გაიზარდა
აშშ-სა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამწვავებისა და ენერგონაკადების შეფერხების რისკის გამო, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 0,9%-ით გაიზარდა და ბარელზე 95,50 დოლარი შეადგინა.
Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე მატებაა, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგეტიკული ნაკადების შემდგომი შეფერხების რისკი გაიზარდა.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ დიზელის საწვავი ბოლო 4 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაძვირდა, ევროპული ბუნებრივი აირის ფასებმა კი 2023 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.