Brent-ის ტიპის ნავთობი ბარელზე $75,7-მდე გაძვირდა
ნავთობი, მოსალოდნელი რეცესიის საფრთხეების შემსუბუქების ფონზე გაძვირდა.
ორშაბათს ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის ივლისის ფიუჩერსების ღირებულებამ ბარელზე $75,7 შეადგინა რაც 0,4 დოლარით (0,53%) აღემატება წინა სესიის დახურვის ფასს.
პარასკევს ეს კონტრაქტები 2,8 დოლარით (3,9%) ბარელზე 75,3 დოლარამდე გაიზარდა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ელექტრონულ ვაჭრობაში ივნისისთვის WTI ნავთობის ფიუჩერსების ფასი 0,43 დოლარით (0,6%) გაიზარდა და ბარელზე $71,77 შეადგინა.
წინა სესიის შედეგად, კონტრაქტების ღირებულება 2,78 აშშ დოლარით (4,1%) გაიზარდა და ბარელზე $71,34 შეადგინა.
გასული კვირის შედეგად Brent-ის ფასი 6,3%-ით დაეცა, ხოლო WTI - 7,1%-ით გაიაფდა.
Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ-ს ეკონომიკა სავარაუდოდ გააგრძელებს ზრდას ზომიერი ტემპით წელს და თავიდან აიცილებს რეცესიას.
გარდა ამისა, მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი აძლიერებს ნავთობის შესყიდვებს და მოთხოვნა, სავარაუდოდ, ძლიერი დარჩება მომდევნო რამდენიმე თვეში ქვეყანაში ტურისტული აქტივობის გაზრდის გამო.
ამავდროულად, მსოფლიოში ნავთობის მარაგი მცირდება და ამ პრობლემას OPEC+-ის ქვეყნების წარმოების შემცირება კიდევ უფრო გაამწვავებს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.