ბრექსითის ტვირთის შემსუბუქება
სტატია პირველად გამოქვეყნდა London Business Matters-ში
სტატიის თავდაპირველი გამოქვეყნების თარიღი: ივლისი/აგვისტო 2026 London Business Matters
სტატიის პირველადი სრული ვერსია
ბრექსითის მე-10 წლისთავზე, ბრიტანეთის სავაჭრო პალატებმა (BCC) მთავრობას მოუწოდეს, შეიმუშაოს მკაფიო გეგმა იმ ტვირთის შესამსუბუქებლად, რომელიც ბრექსითმა ბიზნესს დააკისრა.
BCC-ის კვლევის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს ექსპორტიორი კომპანიების ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან მოქმედი სავაჭრო შეთანხმება ექსპორტს ართულებს და ცვლილებების განხორციელება გადაუდებელი აუცილებლობაა. მხოლოდ 16% აცხადებს, რომ მოქმედი შეთანხმება მათ ზრდაში ეხმარება.
ეს სურათი უცვლელია მას შემდეგ, რაც BCC-მა 2021 წელს შეთანხმების გავლენის შეფასება დაიწყო.
ევროკავშირის წესებთან შესაბამისობაში მოყვანა
ბოლო მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ევროკავშირის პროდუქციის წესებთან შესაბამისობაში მოყვანას მხარს უჭერს სამჯერ მეტი ექსპორტიორი, ვიდრე ის, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი მათ ბიზნესს ხელს შეუშლის:
გაერთიანებული სამეფოს ექსპორტიორთა 55% აცხადებს, რომ ევროკავშირის წესებთან შესაბამისობაში მოყვანა მათ ბიზნესს დაეხმარება;
18% მიიჩნევს, რომ ეს ზრდას შეაფერხებს;
ასევე, მზარდი შეშფოთება შეინიშნება იმ ბრიტანულ კომპანიებს შორის, რომლებიც ევროპულ მიწოდების ჯაჭვებში არიან ჩართული, ევროკავშირის „Made in Europe“ დღის წესრიგთან დაკავშირებით;
ევროკავშირის შიგნით არსებობს განსხვავებული ხედვები იმის შესახებ, თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს ეს ინიციატივა, თუმცა მისმა უფრო მკაცრმა ფორმამ შესაძლოა საზღვარგარეთ ვაჭრობის შემაფერხებელი ეფექტი იქონიოს;
ევროკავშირის ფარგლებში პროდუქციისა და კომპონენტების შესყიდვასთან დაკავშირებულმა ახალმა მოთხოვნებმა შესაძლოა ბრიტანული კომპანიები მიწოდების ჯაჭვებიდან გამოდევნოს, რადგან გაერთიანებული სამეფო ამჟამად მესამე ქვეყნის სტატუსით სარგებლობს.
ბიზნესისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს შორის, რომლებიც კვლავ საჭიროებს მოგვარებას, არის საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ბარიერები, დღგ-ის სისტემის სირთულე, ბიზნესმობილობა, პროფესიული კვალიფიკაციების ურთიერთაღიარება და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება.
BCC-ის სავაჭრო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, უილიამ ბეინმა, განაცხადა:
„ბრექსითის შემდეგ ბიზნესს ურთულესი პერიოდის გავლა მოუწია, რადგან ევროკავშირთან ვაჭრობის ხარჯები და სირთულე მნიშვნელოვნად გაიზარდა. არასაკმარისი ყურადღება ეთმობა და სათანადოდ არ განიხილება ის უარყოფითი გავლენა, რომელიც ამ ყველაფერმა ვაჭრობასა და ეკონომიკურ ზრდაზე მოახდინა.
ბიუჯეტური პასუხისმგებლობის ოფისის (OBR) შეფასებით, ეს გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკურ ზრდაზე გრძელვადიან პერსპექტივაში 4%-იან უარყოფით გავლენას მოახდენს.“
ბეინის განცხადებით, არსებობს არაერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებასა და ორივე ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანას შეუწყობს ხელს.
„თუმცა, ივლისში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე მოლაპარაკებებს მეტი გადაუდებლობა უნდა შევძინოთ და უმნიშვნელოვანესია, რომ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ გამოიწვიოს.
მოლაპარაკებების დღის წესრიგის სათავეში უკვე შეთანხმებული საკითხების საბოლოოდ დასრულება უნდა იყოს. უფრო მნიშვნელოვანი მიზანი კი ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების მიღწევა უნდა გახდეს, რომელიც დაადასტურებს გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობას ევროკავშირის მიწოდების ჯაჭვებში და თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
ეს არის პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებსაც რეალური ცვლილების მოტანა შეუძლია და რომლებიც შეამსუბუქებს იმ ბრექსითის ტვირთს, რომლის ატანაც კომპანიებს წლების განმავლობაში უწევთ.“
სხვა სიახლეები
ბრექსითის ტვირთის შემსუბუქება
03.09.2026.22:18