ბულგარეთი ევროზე გადასასვლელად ემზადება
ბულგარეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში მიმოქცევაში ევროს შეტანის პროცედურას არეგულირებს.
კერძოდ, კანონი განსაზღვრავს ახალი ვალუტის მიმოქცევაში შემოტანის პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს და განსაზღვრავს გარდამავალ პერიოდს, რომელიც საშუალებას აძლევს მოსახლეობას მოერგოს ახალ ვალუტას.
ევროსა და ბულგარული ლევის ორმაგი მიმოქცევის პერიოდი ერთიანი ევროპული ვალუტის შემოღებიდან ერთი თვე იქნება. ბულგარეთის სახალხო ბანკი ვალდებულია გაცვალოს ბანკნოტები და მონეტები ევროში უფასოდ, შეუზღუდავი რაოდენობით და ვადის გარეშე, ოფიციალური კურსით. ევროს შემოღებიდან ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში პროდუქციაზე ყველა ფასი უნდა იყოს მითითებული ორ სავალუტო ერთეულში.
ბულგარეთში ევროს მიმოქცევაში შესვლის თარიღი ჯერჯერობით იურიდიულად არ არის განსაზღვრული, ის ევროკავშირის საბჭომ უნდა განისაზღვროს.
სხვა სიახლეები
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება
03.07.2026.19:00
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება. ახალი ლაუნჯის კონცეფცია უკვე დაინერგა მიუნხენისა და ფრანკფურტის Emirates Lounge-ებში, ხოლო მომდევნო თვეებში მისი გაფართოება იგეგმება მანჩესტერში, მავრიკიასა და სტამბოლში.
Emirates-ის ინფორმაციით, კომპანია თითოელ ახალი თაობის ლაუნჯში დაახლოებით $13.6 მილიონზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რათა გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა ძირითად საერთაშორისო მიმართულებებზე.
რედიზაინი აერთიანებს ავიაკომპანიის უახლესი თვითმფრინავების სალონების დიზაინის ელემენტებს, რაც აისახება აეროპორტის სივრცეებში - განახლებული ავეჯით, ტექნოლოგიებით, სასადილო ზონებით, ადგილობრივად შთაგონებული მენიუებით და სპეციალური სივრცეებით მუშაობის, დასვენებისა და სოციალური ურთიერთობისთვის.
ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი ლაუნჯის დიზაინი მომავალში იქნება Emirates-ის ლაუნჯების გლობალური სტანდარტის საფუძველი.
Emirates-ის თავმჯდომარის მოადგილემ და ოპერაციების მთავარმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია ასახავს კომპანიის ფოკუსს მგზავრის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
„ჩვენი ინვესტიცია ახალი თაობის ლუქს-ლაუნჯების კონცეფციაში ასახავს Emirates-ის მუდმივ ერთგულებას, უზრუნველყოს უწყვეტი და პრემიუმ გამოცდილება მოგზაურობის ყველა ეტაპზე,“ - განაცხადა მან.