მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

Cayenne Electric-ისთვის კიდევ უფრო მეტი ფერი და მეტი კომფორტი

news image
mbc image

სრულად ელექტრო Cayenne-ის პერსონალიზება მოდელის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბით არის შესაძლებელი. ახალი მოდელის წლიდან ტექნიკური და დიზაინის არჩევანის ფართო სპექტრი კიდევ უფრო გაფართოვდება. მათ შორის, Porsche Cayenne Electric-ისთვის Paint to Sample პროგრამას ამატებს და პირველად სთავაზობს ელექტროამძრავიან კარებებსა და ინდუქციურ დამუხტვას.

Porsche სრულად ელექტრო Cayenne-ისთვის ხელმისაწვდომი ოფციების ჩამონათვალს აფართოებს. ახალი დიზაინერული შესაძლებლობების გარდა, კონფიგურატორს არაერთი ტექნიკური სიახლეც ემატება. ეს ეხება როგორც კლასიკური SUV ფორმატის Cayenne Electric-ს, ისე უფრო გამორჩეულ Cayenne Coupé Electric-ს.

კომფორტი: ელექტრო კარები ავტომატური დამხმარე ფუნქციით

ელექტროამძრავიანი კარები, რომლებიც პირველად არის ხელმისაწვდომი დამატებითი ოფციის სახით, Cayenne Electric-ში კომფორტისა და მოხერხებულობის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის. სერვომოტორები ოთხივე კარის თითქმის ძალისხმევის გარეშე გაღებასა და დახურვას უზრუნველყოფს. კარების მართვა შესაძლებელია როგორც ავტომობილის შიგნიდან, ისე გარედან, სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის სალონში განთავსებული ღილაკებით, კარის სახელურებით, Porsche Communication Management-ის (PCM) სისტემის Flow Display-ით და დისტანციურად  Porsche Digital Key-ის მეშვეობით.

მძღოლს ასევე შეუძლია მძღოლის კარი ავტომატურად დახუროს უსაფრთხოების ღვედის შეკვრით ან სამუხრუჭე პედალზე დაჭერით. ყოველდღიურ გამოყენებაზე მორგების მიზნით, სისტემები მოძრაობას შეუფერხებლად და ერთიანი მოქმედების პრინციპით ასრულებს და ფუნქციონირებს დახრილ ზედაპირზეც.

სენსორები მუდმივად აკონტროლებს კარების მიმდებარე სივრცეს და დაბრკოლების ან ადამიანის აღმოჩენის შემთხვევაში კარის ავტომატურ მოძრაობას აჩერებს. დამხმარე ფუნქციებთან, მაგალითად, გამოსვლისას გაფრთხილების სისტემასთან, კომბინაციაში, კარები არ გაიღება იმ შემთხვევაში, თუ სხვა ავტომობილი უახლოვდება.

ავტომატური ფუნქციის მიუხედავად, კარების ხელით მართვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

Porsche Wireless Charging ელექტრომობილის დამუხტვის განსაკუთრებით მოსახერხებელ შესაძლებლობას ქმნის და ელექტრომობილის ყოველდღიურ გამოყენებას კიდევ უფრო ამარტივებს. კაბელის შეერთების ნაცვლად, საკმარისია Cayenne Electric სპეციალურად დამონტაჟებული მიწისქვეშა დამტენი პლატფორმის ზემოთ სწორად განთავსდეს - ამის შემდეგ დამუხტვის პროცესი ავტომატურად დაიწყება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ეროვნული ბანკის დელეგაცია ეკატერინე გალდავას ხელმძღვანელობით სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა

18.11.2026.11:33

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების და საგადახდო სისტემების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში იმყოფებოდა.

ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს (Bank of Korea) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე, ცოდნის პარტნიორობის პროგრამის (Knowledge Partnership Program - KPP) ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და კორეის ცენტრალური ბანკის ერთობლივ პროექტის მიზანი საქართველოში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების განვითარებისთვის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ შეხვედრები გამართა კორეის ცენტრალური ბანკის, კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და კლირინგის ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute  - KFTC) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კორეის გამოცდილება საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების, ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების დანერგვის, ინოვაციური საგადახდო მომსახურებებისა და ფინანსურ სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია ბანკინგის როლს საგადახდო მომსახურებების განვითარებაში, ალტერნატიული საგადახდო არხების შექმნასა და მომხმარებლებისთვის ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ეკატერინე გალდავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტული საგადახდო ეკოსისტემის განვითარება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შესაძლებლობების გამოყენებას ენიჭება

„საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი საგადახდო გარემოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას, კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურებების შეთავაზებას. სამხრეთ კორეას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ცოდნის პარტნიორობის პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ პრაქტიკაში დანერგილ გადაწყვეტილებებს და შევაფასოთ მათი გამოყენების პერსპექტივები საქართველოს საგადახდო ბაზარზე“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შემდგომ განვითარებას, საგადახდო მომსახურებების ეფექტიანობის ზრდასა და ფინანსური ეკოსისტემის ინოვაციურ ტრანსფორმაციას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა