ჩინეთი აბრეშუმის გზის ფონდს 11 მილიარდ დოლარს დაუმატებს
ჩინეთი აბრეშუმის გზის ფონდს 80 მილიარდ იუანს (10,9 მილიარდი აშშ დოლარი) დაუმატებს, რათა მხარი დაუჭიროს „ერთი გზა ერთი სარტყელის“ პროექტების ერთობლივ მშენებლობას, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ჯინპინმა.
ჩინეთის ლიდერტმა თქვა, რომ ჩინეთის განვითარების ბანკი (China Development Bank) და ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკი (Export–Import Bank of China) გახსნიან 350 მილიარდი იუანის (47,8 მილიარდი აშშ დოლარი) დაფინანსების ხაზს, ხოლო 80 მილიარდი დაემატება აბრეშუმის გზის ფონდს ახალი, ერთობლივი მშენებლობის მხარდასაჭერად.
მან ასევე დასძინა, რომ მაღალი დონის ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში გაიმართა ბიზნეს ფორუმი, რომლის შედეგადაც დაიდო 97,2 მილიარდი დოლარის ღირებულების თანამშრომლობის ხელშეკრულებები.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.