მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩინეთი ტარიფების შემცირებისა და სოფლის მეურნეობის ბაზარზე წვდომის გაფართოების მზადყოფნას გამოხატავს დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ

news image
mbc image

ჩინეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სოფლის მეურნეობის სფეროში ვაჭრობის გაფართოებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ტარიფების შემცირებასა და არატარიფული ბარიერებისა და ბაზარზე წვდომის პრობლემების გადაჭრას ითვალისწინებს. ამის შესახებ ჩინეთის კომერციის სამინისტრომ Donald Trump-ის პეკინში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებები ამ ეტაპზე „წინასწარია“ და მათი საბოლოო ფორმირება უახლოეს პერიოდში მოხდება. მხარეები ორმხრივი ვაჭრობის, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაცვლის, ზრდას გეგმავენ სხვადასხვა პროდუქტზე საპასუხო ტარიფების შემცირების გზით, თუმცა კონკრეტული საქონელი ჯერ არ დასახელებულა.

ჩინეთმა ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ გარკვეული ამერიკული აგროპროდუქციის შესყიდვა უკვე განაახლა და შეასრულა აშშ-ის წინაშე აღებული ვალდებულება - თებერვლის ბოლომდე 12 მილიონი მეტრული ტონა სოიოს შეძენა. ამასთან, ქვეყანამ შეიძინა ამერიკული ხორბლის გარკვეული პარტიები და სორგოს დიდი მოცულობაც.

ბაზრის ანალიტიკოსები ელიან, რომ სოიოზე ტარიფი შესაძლოა 10%-ით შემცირდეს, რაც ჩინურ კერძო გადამამუშავებელ კომპანიებს ამერიკული სოიოს შესყიდვების განახლების შესაძლებლობას მისცემს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა