ჩინეთის $24 მილიარდიანი შინაური ცხოველების საკვების ბაზარი აქტიურად ვითარდება - როგორია კონკურენცია გლობალურ ბრენდებთან
ჩინეთის $24 მილიარდიანი შინაური ცხოველების საკვების ბაზარი აქტიურად ვითარდება.
ჩინეთმა 2025 წელს 1.9 მილიონი ტონა შინაური ცხოველების საკვები აწარმოა, რაც წინა წელთან შედარებით 17.9%-ით მეტია. ამის შესახებ მარტში განაცხადა China Feed Industry Association-მა და აღნიშნული სეგმენტი ცხოველთა საკვების ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფად მზარდად შეაფასა.
შინაური ცხოველების მფლობელების მოსაზიდად, ადგილობრივი მწარმოებლები აქცენტს აკეთებენ მიმზიდველ შეფუთვაზე, ასევე გემოების მრავალფეროვნებასა და გრანულების განსხვავებულ ფორმებზე. ბევრი კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს საჩუქრებს როგორც მაღაზიებში, ისე ონლაინ და დიდ თანხებს ხარჯავს ელექტრონული კომერციის პლატფორმების განსავითარებლად.
ადგილობრივი ბრენდები ძლიერ კონკურენციას უწევენ საერთაშორისო ბრენდებს. Mars-ის Royal Canin კვლავ რჩება ჩინეთში ყველაზე გაყიდვად შინაური ცხოველების საკვების ბრენდად და ბაზრის წილს ზრდის ეფექტიანი ლოკალიზაციის სტრატეგიის წყალობით.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.