ჩინეთის უძრავი ქონების კრიზისი კვლავ გრძელდება - TBC Capital
ჩინეთის უძრავი ქონების კრიზისი კვლავ გრძელდება, რადგან უმსხვილესი დეველოპერები მზარდი ფინანსური წნეხის ქვეშ არიან. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია, Vanke, ქვეყნის მეოთხე უდიდესი მშენებელი კომპანია, ყურადღების ცენტრში მოექცა პოტენციური დეფოლტის რისკების გამო, რადგან რეგულატორებმა დამზღვევებს მისი ობლიგაციების მიმართ რისკების შეფასება სთხოვეს. ამასთან, ჰონგ-კონგში დაფუძნებული New World Development ცდილობს სესხების გადახდის ვადის გადავადებას მძიმე ვალების ფონზე, ხოლო Parkview Group შეერთებული პეკინის კომერციულ კომპლექსს ყიდის ხარჯების შემცირების მიზნით.
„მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, დაასტაბილუროს სექტორი, რაც მოიცავს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და სახელმწიფო გარანტიებს, უძრავი ქონების ბაზარი კვლავ დაღმავლობის პროცესშია, ხოლო დეველოპერების ობლიგაციები პრობლემების წინაშეა“, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.