ჩინეთმა საზღვაო ოპერაციებისთვის მსოფლიოში პირველი რობოტი ზვიგენი შექმნა
ჩინურმა კომპანია Shenyang Aerospace Xinguang Group-მა მსოფლიოში პირველი ინტელექტუალური რობოტული ვეშაპისებრი ზვიგენი შექმნა.
ახალი მოწყობილობა, სიგრძეში თითქმის ხუთი მეტრია და 350 კილოგრამს იწონის. ის ზუსტად ასახავს ნამდვილი ვეშაპისებრი ზვიგენი მოძრაობებს.
ვარაუდობენ, რომ რობოტის გამოყენება შესაძლებელია საზღვაო ოპერაციებში და სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად. ხელოვნურ ზვიგენს შეუძლია წამში 0,7 მეტრამდე აჩქარება და 20 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთვა.
რობოტი ასევე აღჭურვილია ოპტიკური კამერებით, სენსორებით, ჰიდრო ლოკაციური ტექნოლოგიით და BeiDou-ს სისტემებით.
სხვა სიახლეები
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება
03.07.2026.19:00
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება. ახალი ლაუნჯის კონცეფცია უკვე დაინერგა მიუნხენისა და ფრანკფურტის Emirates Lounge-ებში, ხოლო მომდევნო თვეებში მისი გაფართოება იგეგმება მანჩესტერში, მავრიკიასა და სტამბოლში.
Emirates-ის ინფორმაციით, კომპანია თითოელ ახალი თაობის ლაუნჯში დაახლოებით $13.6 მილიონზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რათა გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა ძირითად საერთაშორისო მიმართულებებზე.
რედიზაინი აერთიანებს ავიაკომპანიის უახლესი თვითმფრინავების სალონების დიზაინის ელემენტებს, რაც აისახება აეროპორტის სივრცეებში - განახლებული ავეჯით, ტექნოლოგიებით, სასადილო ზონებით, ადგილობრივად შთაგონებული მენიუებით და სპეციალური სივრცეებით მუშაობის, დასვენებისა და სოციალური ურთიერთობისთვის.
ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი ლაუნჯის დიზაინი მომავალში იქნება Emirates-ის ლაუნჯების გლობალური სტანდარტის საფუძველი.
Emirates-ის თავმჯდომარის მოადგილემ და ოპერაციების მთავარმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია ასახავს კომპანიის ფოკუსს მგზავრის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
„ჩვენი ინვესტიცია ახალი თაობის ლუქს-ლაუნჯების კონცეფციაში ასახავს Emirates-ის მუდმივ ერთგულებას, უზრუნველყოს უწყვეტი და პრემიუმ გამოცდილება მოგზაურობის ყველა ეტაპზე,“ - განაცხადა მან.