ჩინეთმა თურქეთში მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში $15 მილიარდის ინვესტირების შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია
ჩინეთმა და თურქეთმა განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც თურქეთში მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში დაახლოებით 15 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებით, დაგეგმილი ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 7 000 მეგავატი იქნება.
მინისტრის ინფორმაციით, შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის ენერგეტიკის უწყებებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში, COP31-ის კლიმატის სამიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ჩინეთსა და თურქეთს შორის განახლებადი ენერგიის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.