ჩინური Geely ივლისში კანადაში Lotus-ის პირველ ელექტრომობილებს გაგზავნის - კანადის პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის პრეზიდენტის შეთანხმების ფარგლებში
ჩინური Geely Holding Group-ის კუთვნილი Lotus-ის ბრენდის ელექტრომობილები კანადაში მომავალ თვეში ჩავა. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა კანადაში, ვან დიმ, განაცხადა. მისი თქმით, ეს პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება.
ეს იქნება ჩინური და ჩინეთში წარმოებული პირველი ავტომობილები, რომლებიც კანადის ბაზარზე აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე გაიყიდება. შეთანხმება ყოველწლიურად 49,000-მდე ჩინური ელექტრომობილის კანადაში შეღავათიანი სატარიფო განაკვეთით იმპორტს ითვალისწინებს. აღნიშნული ნაბიჯი მარკ კარნის პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანიც კანადის საგარეო ვაჭრობის აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება და სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციაა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.