Geely-მ ესპანეთში Ford-ის ავტომობილების წარმოების ობიექტების ნაწილი შეიძინა
ჩინურმა ავტომწარმოებელმა Geely-მ ესპანეთში Ford-ის ავტომობილების წარმოების ობიექტების ნაწილი შეიძინა.
გავრცელებული ინფორმაციით, Geely ვალენსიაში მდებარე Ford-ის Almussafes-ის ქარხანაში ერთ-ერთი საკუთარი მოდელის წარმოებას გეგმავს და შესაძლოა Ford-ისთვისაც აწარმოოს ავტომობილი. ეს ნაბიჯი ჩინური ავტოკომპანიების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლებიც ევროპაში საწარმოო ბაზების შექმნით ტარიფებისა და იმპორტის მკაცრი რეგულაციების თავიდან არიდებას ცდილობენ.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.