ჭკვიანი საყურე სხეულის ტემპერატურას გაზომავს
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმოადგინეს Thermal Earring (თერმო საყურე) - უკაბელო ტარებადი მოწყობილობა, რომელიც მუდმივად აკონტროლებს მომხმარებლის ყურის ბიბილოს ტემპერატურას.
ექვს მომხმარებელს შორის ჩატარებულ კვლევაში, საყურემ დასვენების პერიოდში კანის ტემპერატურის განსაზღვრაში ჭკვიან საათებს აჯობა. ის ასევე უკეთესად აკონტროლებდა სტრესის ნიშნებს, საკვების მიღებას, ვარჯიშს და ოვულაციას.
ჭკვიანი საყურის პროტოტიპი არის დაახლოებით პატარა ქაღალდის სამაგრის ზომა და მისი ბატარეის ხანგრძლივობა 28 დღეა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.