Citi ამცირებს ბრენტის ნავთობის ფასის პროგნოზს - მიზეზები
Citi-მ ორშაბათს 2026 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი, შესაბამისად, 75 და 70 დოლარამდე შეამცირა. ბანკი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მოლოდინს, რომლის მიხედვითაც ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო ნაკადები აღდგება და ნორმალიზდება მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ირანმა სპარსეთის ყურეში ომის დასრულების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი (MoU) დაამტკიცეს.
ბანკმა ,ასევე 2027 წლისთვის ბრენტის ნავთობის ფასის პროგნოზი 80 დოლარიდან 65 დოლარამდე შეამცირა. აღნიშნული ცვლილებით Citi-მ თავისი საბაზო პროგნოზი იმ სცენარს დაუახლოვა, რომელსაც მანამდე პესიმისტურ სცენარად განიხილავდა, ნათქვამია ბანკის ანალიტიკურ მიმოხილვაში.
სხვა სიახლეები
Volvo Cars 2030 წლისთვის 13 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს ბაზრის წილი გააორმაგების მიზნით
23.09.2026.10:00
Volvo Cars-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 2030 წლამდე 13 ახალ მოდელს გამოუშვებს, რათა ბაზრის წილი გააორმაგოს. შვედური ავტომწარმოებელი ამჟამად აშშ-ის ტარიფებისა და ჩინეთში გაყიდვების შემცირების გავლენას ებრძვის. განცხადების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. ჩინეთის Geely Holding-ის მფლობელობაში მყოფ Volvo-ს CEO-ს ხელმძღვანელობით სულ უფრო რთული ბალანსის დაცვა უწევს - კომპანიამ დასავლურ და ჩინურ ტექნოლოგიებს შორის გამიჯვნა უნდა უზრუნველყოს, რათა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვა გააგრძელოს.
Volvo ჩინეთისთვის, რომელიც მსოფლიოში ავტომობილების უმსხვილესი ბაზარია, ექვს ახალ მოდელს, ხოლო დასავლეთის ბაზრებისთვის შვიდ მოდელს გეგმავს. ახალი მოდელების ხაზში როგორც ელექტრომობილები, ისე ჰიბრიდული ავტომობილები იქნება წარმოდგენილი. კომპანია ასევე მიზნად ისახავს, რომ გადასახადების გადახდამდე მოგების მარჟა 2025 წლის 3.5%-დან 8%-ზე მეტად გაზარდოს.
დასავლეთის ბაზრებისთვის განკუთვნილი მოდელები Volvo-ს ორ პლატფორმაზე იქნება აგებული, რაც საინვესტიციო ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელები კი მონათესავე კომპანია Geely Auto-სთან ერთობლივად შეიქმნება.
Volvo-ს მიწოდების ჯაჭვის ხელმძღვანელმა ანალიტიკოსებსა და ინვესტორებს განუცხადა, რომ კომპანია აშშ-ის მომხმარებლებისთვის დიდი ზომის, ევროპისთვის მცირე და საშუალო ზომის, ხოლო ჩინეთისთვის საშუალო ზომის ავტომობილების განვითარებას გეგმავს.
მისივე თქმით, კომპანია ასევე მზადაა, სხვა ავტომწარმოებლებისთვის ავტომობილები ჩინეთის ქალაქ ჩენგდუსა და ბელგიის ქალაქ გენტში მდებარე ორ ქარხანაში აწარმოოს და შესაძლო პარტნიორობებზე კონკურენტებთან მოლაპარაკებებიც გამართოს.