დაპატიმრებაზე საერთაშორისო ორდერის გამოცემის შემდეგ, პუტინმა ქვეყანა პირველად დატოვა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში ჩავიდა, იუწყება ყირგიზეთის მთავრობის პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს ყირგიზეთის პრეზიდენტთან სადირ ჯაფაროვთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაში, რომელიც 13 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და შეხვდება ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, - წერს TASS.
2023 წლის მარტში, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. რუსეთის პრეზიდენტი ეჭვმიტანილი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტირებაში. მას შემდეგ ვლადიმერ პუტინს ქვეყანა არ დაუტოვებია. მანამდე ცნობილი იყო, რომ პუტინის პირველი ვიზიტი სავარაუდოდ ჩინეთში იქნებოდა, სადაც ოქტომბერში Belt and Road-ის ფორუმი იმართება.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.