მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

დეფიციტის რისკის გამო, კვარტალის ბოლოს ნავთობი შესაძლოა, კიდევ 25%-ით გაძვირდეს

news image
mbc image

ნავთობის ფასმა მატება 29 სექტემბერს შუადღისას დაიწყო.  მსოფლიო ბირჟების მონაცემებით, Brent-ის ნოემბრის ფიუჩერსები პარასკევს, ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 0,58 დოლარით (0,61%) გაიზარდა და ბარელზე 95,96 აშშ დოლარი შეადგინა. გაძვირდა დეკემბრის კონტრაქტებიც 0,84 აშშ დოლარით (0,9%) და ბარელზე 93,94 დოლარი შეადგინა. 

WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსები NYMEX-ის ბირჟაზე 1,17 დოლარით (1,28%) გაიზარდა და ბარელზე 92,88 დოლარამდე შეადგინა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, WTI-ს შეუძლია დაასრულოს კვარტალი საუკეთესო მაჩვენებლით 2022 წლის პირველი კვარტლის შემდეგ, საუდის არაბეთის გადაწყვეტილების წყალობით, გაახანგრძლივოს წარმოების ნებაყოფლობითი შეზღუდვები წლის ბოლომდე.

ამ კვირის დასაწყისში აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რეზერვები კუშინგის ტერმინალში, სადაც NYMEX-ით ვაჭრობის ნავთობი ინახება, გასულ კვირას 943 ათასი ბარელით შემცირდა, რაც  2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. Saxo Bank-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ,  რომ კუშინგში მარაგები 2014 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს უახლოვდება. 

"მომავალ თვეებში მიწოდებისთვის განკუთვნილი ნავთობი მნიშვნელოვანი პრემიით ივაჭრება, რაც მიწოდების ნაკლებობაზე მიუთითებს", - წერენ Commerzbank AG ანალიტიკოსები ბარბარა ლამბრეხტის ხელმძღვანელობით.  „ამავდროულად, ნავთობზე მოთხოვნა ზრდას განაგრძობს. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს დეფიციტს ბაზარზე, რასაც მოწმობს რეზერვების კლებაც“.

პარასკევს დილით ნავთობის მსოფლიო ფასი ოდნავ გაიზარდა. ამავდროულად, სექტემბრის ბოლოს, კვოტირების ზრდა შეიძლება იყოს დაახლოებით 10%, ხოლო კვარტალში - მინიმუმ 25% ბაზარზე დეფიციტის შიშის ფონზე.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამას ბაზრის მონაცემებიც ცხადყოფს.  კერძოდ, Brent-ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი გაიზარდა 0,08%-ით, ბარელზე 93,17 აშშ დოლარამდე, ხოლო WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსებით - 0,11%-ით და 91,81 დოლარამდე.

თვის დასაწყისიდან ორივე ბრენდის ფასი გაიზარდა შესაბამისად 7.3%-ით და 9.8%-ით, ხოლო კვარტლის დასაწყისიდან ზრდა შეფასებულია თითქმის 25%-ით და 30%-ით. ივნისის ბოლოს Brent-ის ნავთობი დაახლოებით 74,9 დოლარი ღირდა, WTI - 70,6 დოლარი ბარელზე.

ნავთობის ფასები ბაზარზე შესაძლო დეფიციტმა წაახალისა, რადგან OPEC+-ის ქვეყნები წარმოების შემცირებას განაგრძობენ.

შეგახსენებთ, რომ ოპეკი (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანების ორგანიზაცია) არის კარტელი, რომელშიც შედიან ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები ალჟირი, ანგოლა, ეკვატორული გვინეა, გაბონი, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კონგოს რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვენესუელა. ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან ინდონეზია, ეკვადორი და კატარი. 1965 წლიდან ოპეკის საერთაშორისო შტაბ-ბინა ვენაში, ავსტრიაში მდებარეობს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ეროვნული ბანკის დელეგაცია ეკატერინე გალდავას ხელმძღვანელობით სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა

18.11.2026.11:33

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების და საგადახდო სისტემების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში იმყოფებოდა.

ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს (Bank of Korea) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე, ცოდნის პარტნიორობის პროგრამის (Knowledge Partnership Program - KPP) ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და კორეის ცენტრალური ბანკის ერთობლივ პროექტის მიზანი საქართველოში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების განვითარებისთვის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ შეხვედრები გამართა კორეის ცენტრალური ბანკის, კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და კლირინგის ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute  - KFTC) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კორეის გამოცდილება საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების, ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების დანერგვის, ინოვაციური საგადახდო მომსახურებებისა და ფინანსურ სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია ბანკინგის როლს საგადახდო მომსახურებების განვითარებაში, ალტერნატიული საგადახდო არხების შექმნასა და მომხმარებლებისთვის ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ეკატერინე გალდავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტული საგადახდო ეკოსისტემის განვითარება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შესაძლებლობების გამოყენებას ენიჭება

„საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი საგადახდო გარემოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას, კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურებების შეთავაზებას. სამხრეთ კორეას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ცოდნის პარტნიორობის პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ პრაქტიკაში დანერგილ გადაწყვეტილებებს და შევაფასოთ მათი გამოყენების პერსპექტივები საქართველოს საგადახდო ბაზარზე“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შემდგომ განვითარებას, საგადახდო მომსახურებების ეფექტიანობის ზრდასა და ფინანსური ეკოსისტემის ინოვაციურ ტრანსფორმაციას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა