დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2%-მდე დაეცა
გაერთიანებულ სამეფოში ინფლაცია მაისში 2%-მდე დაეცა და ინგლისის ბანკის სამიზნე მაჩვენებელს 2021 წლის ივლისის შემდეგ პირველად დაუბრუნდა.
გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს ცნობით, წელიწადნახევარში დიდი ბრიტანეთის ინფლაციის მაჩვენებელი 9%-ით დაეცა მას შემდეგ რაც 2022 წლის ბოლოს მან 11%-ს მიაღწია.
ამასთან, ინფლაციის მაჩვენებელი მომსახურების სექტორში მაისში 0,2%-ით შემცირდა, მაინც მაღალია - 5,7%-ს შეადგენს. საბაზო ინფლაცია, რომელიც ანეიტრალებს სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებში რყევებს, 0,4%-ით შემცირდა და 3,5%-მდე შემცირდა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.