დიდ ბრიტანეთში მომავალ წელს შესაძლოა, 28 ათასი კომპანია გაკოტრდეს
დიდ ბრიტანეთში არის იმის შესაძლებლობა, რომ მომავალ წელს 28 000 კომპანია გაკოტრდეს.
ეკონომიკური და ბიზნეს კვლევის ცენტრი (CEBR), რომლის სათაო ოფისი ლონდონშია განთავსებული, აცხადებს, რომ კომპანიების გაკოტრების განხილული შესაძლებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს მაღალი დისკონტის განაკვეთებით და სესხის აღების ხარჯებით.
CEBR-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ წლის მეორე კვარტალში სულ 6342 კომპანია გაკოტრდა.
ორგანიზაციის მოდელირების მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში 28 000 კომპანია გაკოტრების რისკის წინაშე დადგება.
სხვა სიახლეები
McDonald’s განმეორებითი ვიზიტების წასახალისებლად ლოიალობის მრავალდონიან პროგრამას შექმნის
02.10.2026.16:00
McDonald’s-ის მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა ინვესტორთა დღეს განაცხადა, რომ კომპანია ლოიალობის პროგრამას ახალ, მრავალდონიან სისტემაზე გადაიყვანს. ცვლილების მიზანია უფრო მკაფიოდ განასხვავოს ერთმანეთისგან ხშირი და შემთხვევითი მომხმარებლები.
ეს გადაწყვეტილება რესტორნების სექტორში არსებულ ტენდენციას მოჰყვება, რომლის მიხედვითაც კომპანიები ლოიალობის პროგრამებში მრავალდონიან სისტემებს ნერგავენ და ფართო მასშტაბით ფასდაკლებების შეთავაზებაზე ნაკლებად არიან ორიენტირებული, რადგან ასეთმა პრაქტიკამ შესაძლოა მოგების მარჟებზე უარყოფითად იმოქმედოს. Starbucks-მა ლოიალობის პროგრამაში ანალოგიური ცვლილების შესახებ იანვარში განაცხადა.
McDonald’s-ის მიზანი იქნება, ლოიალობის პროგრამაში ახალი წევრები მოიზიდოს და არსებული წევრების მიერ შესყიდვების სიხშირე გაზარდოს.
ყველაზე აქტიური ორი კატეგორია, ჯამში, მსოფლიოში 220 მილიონ წევრს აერთიანებს. მათ შორის არიან მომხმარებლები, რომლებიც McDonald’s-ს თვეში ერთხელზე ხშირად სტუმრობენ, ასევე ისინი, რომლებიც რესტორანში 90 დღეში ერთხელ მაინც მიდიან.