Domino's მიმდინარე წელს მოქმედ რესტორნებში გაყიდვების სუსტ ზრდას პროგნოზირებს - მოთხოვნაზე კონკურენცია და მომხმარებელთა შენელებული ხარჯვა მოქმედებს
Domino's Pizza-მ სამშაბათს 2026 წლის გაყიდვების პროგნოზი შეამცირა და განაცხადა, რომ როგორც აშშ-ში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე მოქმედ რესტორნებში გაყიდვების ზრდა სუსტი დარჩება. აღნიშნული განცხადების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი ვაჭრობის საწყის ეტაპზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა.
პიცის მწარმოებელი საერთაშორისო ქსელი უკვე რამდენიმე კვარტალია მოქმედ რესტორნებში გაყიდვების ზრდის შენელებას აფიქსირებს. ამის მიზეზებია მზარდი კონკურენცია, ხანგრძლივი ინფლაციური ზეწოლა და აშშ-ის შრომის ბაზრის შესუსტება, რის გამოც მომხმარებლები არასავალდებულო ხარჯების მიმართ სულ უფრო ფრთხილები ხდებიან.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.