დონალდ ტრამპი ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფის 25%-მდე ზრდას გეგმავს
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას ევროკავშირიდან შემოსულ ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებზე ტარიფს 25%-მდე გაზრდის, მაშინ როცა ადრე შეთანხმებული დონე 15% იყო. მისი თქმით, ევროკავშირმა ვერ შეასრულა ვაშინგტონთან დადებული სავაჭრო შეთანხმების პირობები.
ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტარიფების გაზრდა აიძულებს ევროპულ ავტომწარმოებლებს უფრო სწრაფად გადაიტანონ წარმოება აშშ-ში.
„ჩვენ გვაქვს სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან. ისინი არ იცავდნენ მას. ამიტომ მე გავზარდე ტარიფები ავტომობილებსა და სატვირთოებზე 25%-მდე - ეს ნიშნავს მილიარდობით დოლარს, რომელიც შედის შეერთებულ შტატებში და აიძულებს მათ ბევრად უფრო სწრაფად გადაიტანონ ქარხნული წარმოება,“ - თქვა მან თეთრ სახლში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.